პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს - ხატია დეკანოიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მოუწოდა გიორგი კვირიკაშვილს, გადადგეს რუსეთისადმი გაგაზავნილი მიმართვის გამო.
„მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ის უნდა გადადგეს, როგორც საქართველოს სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, გადადგეს იმიტომ, რომ თითოეული ქართველი ბატონ გიორგისთან და ქალბატონ რუსუდანთან ერთად არის შეურაცხყოფილი იმ განცხადებით, რომელიც გავრცელდა გუშინ და ეს არის კეკლუცობისა და კუდის ქიცინის განცხადება რუსეთის ფედერაციის წინაშე.
იმ ფონზე, როდესაც ცხედარს არ გვაძლევენ და ცინიკურ შეფასებებს აკეთებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და სეპარატისტული ხელისუფლება, ამ ფონზე კვირიკაშვილს არ აქვს უფლება, იყოს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი“, - განაცხადა დეკანოიძემ, რომელმაც ენმ-ის სხვა წევრებთან ერთად ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მოინახულა
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


