უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 15:05
font-size

პრაღის შეხევდრაზე ხაზგასმით იქნება განხილული საბაჟო მონიტორინგის საკითხი - ზურაბ აბაშიძე

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო მონიტორინგის საკითხის განხილვა იგეგმება, რომელთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება, ჯერ კიდევ 2011 წელს გაფორმდა.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

„პრაღაში ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. იგი ეხება კონკრეტულ საკითხებს,როგორიც არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ამ შეხვედრაზე ჩვენ გვინდა ხაზგასმით განვიხილოთ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საკითხი. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დაჩქარდეს მაქსიმალურად ამ შეთანხმების იმპლემენტაცია“,-აღნიშნა აბაშიძემ.

კითხვაზე, წინა მოლაპარაკების ეტაპის შემდეგ, ამ მიმართულებით რა გაკეთდა, აბაშიძემ უპასუხა, რომ შვეიცარული მხარე იმყოფებოდა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, ამ საკითხზე მოლაპარაკების მიზნით.

„გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები, იმყოფებოდნენ აქ, ასევე მოსკოვში. მათთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით, გარკვეული საკითხები იყო დასაზუსტებელი, მგონი ეს ყველაფერი დაზუსტდა და ჩვენ ახლა ველოდებით ფინალურ ეტაპს. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“, - განაცხადა აბაშიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი