პოლიტიკა
პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
პრაღაში დღეს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება.
აბაშიძე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს, მათ შორისაა 2011 წელს დადებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას და რომელზეც ხელი რუსეთს ჯერ არ მოუწერია.
როგორც ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამგზავრებამდე განაცხადა, ქართული მხარე საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე პოზიციების დაზუსტებას შეეცდება.
„შევეხებით ჩვენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ, შევეცდებით გავარკვიოთ მათი პოზიცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ დეკემბერში გააფორმა კონტრაქტი, შვეიცარიულ კომპანიასთან, დავაზუსტებთ რუსეთის პოზიციას. იქ არის კითხვები და შევეცდებით მოვისმინოთ, რა აქვთ მხედველობაში. ჩვენი მხრიდან ყოველთვის კეთდება აქცენტი იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


