უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2025 15:23
font-size

პოზიცია სრულიად უცვლელია: ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი

პოზიცია სრულიად უცვლელია: ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, - ამის შესახებ განცხადება "წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მკაფიო მოთხოვნად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„მინდა გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ, რა არის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს - მივაღწევთ სწორედ იმით, რასაც დღესაც ვხედავთ თუ გავახილეთ თვალი: ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება ყველანაირად. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას.

რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც არის ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი