უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივლისი, 2017 12:25
font-size

პოროშენკომ საჯაროდ აღიარა, რომ მისი მთავარი პრობლემა მე ვარ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით აღიარა, რომ სააკაშვილი მისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი ურეკში, პოროშენკოსა და ივანიშვილის ფარულ შეხვედრაზე გადაწყდა.

„ოლიგარქისთვის, რომელიც მართავს უკრაინას პოროშენკოს სახით, ახმეტოვისა და სხვებისთვის - მათთვის ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავარი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა საჯაროდ განაცხადეს და ეს უკვე ნათელი გახდა უკრაინისთვის, რომ ერთი მხრივ, არიან ესენი: პოროშენკო, ახნმეტოვი, ავაკოვიეს მთელი ბანდიტების კორპორაცია, რომელიც მათ უკავშირდება და მეორე მხარეს არიან ის ახალი ძალები, რომელიც მე შევკარი, ერთად გავაერთიანე და, რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო.

მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა, ბათუმში ტყუილად არ მოინდომა ჩასვლა იმიტომ, რომ ურეკში შევლა უნდოდა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი, რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ“, - უთხრა სააკაშვილმა „კურიერს“.

სააკაშვილის თქმით, მას უკრაინაში ჰყავს ძლიერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია უკრაინის ხელისუფლების შეცვლა.

„ამ ოლიგარქებისთვის მე ვიქეცი სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ, რომელსაც ბოლომდე შეებრძოლებიან. მაგრამ, რაც უფრო მეტად შემებრძოლებიან, მით უფრო მეტად შევებრძოლები და გავძლიერდები. უკრაინაში მე მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია, 100 000 აქტივისტი მარტო ჩემს ორგანიზაციაში, 26 რეგიონში დიდი შტაბები. ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ქსელი, კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადამიანების, ბიზნესმენების - ეს ხალხი არსად არ გაქრება, ამ ხალხთან ერთად ჩვენ ვაპირებთ უკრაინის ხელისუფლების შეცვლას“, - თქვა სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, არც უკრაინას, არც საქართველოს ხელისუფლებებს მისი ამ ქვეყნებში ჩასვლა არ აწყობთ. მისი თქმით, სწორედ ამის გამო მოქალაქეობა ჩამოართვეს მაშინ, როცა ის უკრაინაში არ იმყოფებოდა.

„ჩემი ინფორმაციით, როცა ის [პოროშენკო] იყო საქართველოში ჩასული, ივანიშვილთან ურეკში, ილაპარაკეს იმ თემებზე. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილსაც არ სჭირდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა, ამიტომ ეს გააკეთა მაშინ, მე როცა არ ვიყავი უკრაინაში, იმიტომ , რომ ვყოფილიყავი უკრაინაში, მაშინ უნდა ყოფილიყო ექსტრადაციაზე ლაპარაკი, საქართველოსთვის გადაცემა. მაგრამ საქართველოს ჩემი გადმოცემა არ სჭირდება, იმიტომ რომ, როგორც უკრაინასი ჩემი ჩასვლა პოროშენკოსთვის ნიშნავს დამხობას, საქართველოშიც იგივე იქნება“, - თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ მისწერა, მიზეზი გახდა სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის განაცხადის შევსებისას მიწოდებული „არასაიმედო“ ინფორმაცია. ადმინისტრაციის თქმით, პეტრო პოროშენკოს აღნიშნული განკარგულება არ გამოქვეყნდება, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რომელთა გასაჯაროება დაუშვებელია კანონით.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი