პოლიტიკა
პოროშენკომ სააკაშვილი გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც მოხსნა.
შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით, ოდესის ოლქის გუბერნატორის უფლებამოსილებას მიხეილ სააკაშვილის მოადგილე სოლომია ბობროვსკაია შეასრულებს.
მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა. მან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს განაცხადა.
9 ნოემბერს სააკაშვილის გადადგომას მინისტრთა კაბინეტმაც დაუჭირა მხარი. პოროშენკოს ბრძანების შემდეგ კი, სააკაშვილი ოფიციალურად მოიხსნა თანამდებობიდან.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


