სამართალი
პოლონეთში 28 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის ბარლდებული საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს
პოლონეთში 28 წლის პაულინა დ.-ის გაუპატიურებასა და მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, 39 წლის მამუკა ხეცურიანი უკრაინაში დააკავეს.
პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ის ქართველი სამართალდამცველების დახმარებით კიევში მიაგნეს. უწყება ტვიტერზე ხეცურიანის დაკავების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, ხეცურიანი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე, დილის 06:00 საათზე დააკავეს.
ცნობისთვის, ინტერპოლი პოლონეთში, ქალაქ ლოძში ახალგაზრდა ქალის სექსუალური მოტივით მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს 28 ოქტომბრიდან ეძებდა.
28 წლის პაულინა დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ლოძის პროკურატურის ინფორმაციით, ქალი ნაცემი და გაუპატიურებულია. ექსპერტიზის თანახმად, ქალი ყელის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


