პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლს უწოდებს
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
შესაბამისი მიმართვა უწყების ტვიტერზე გამოქვეყნდა.
პოლონეთი არჩილ ტატუნაშვილს რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს უწოდებს და მისი გარდაცვალების გარემოებების დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისმგებლობას ითხოვს.
„23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი, არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ჩვენ მოვითხოვთ, ამ ტრაგიკული მოვლენის ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისმგებლობას.
მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“- ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


