სამართალი
პოლიციის რეფორმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გახსნა.
ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შსს-ს ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს: პოლიციის რეფორმის 2017-2021 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები; შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებული სოციალური კამპანიები.
სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შსს-ში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


