პოლიტიკა
პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია.
„არ შეიძლება, 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს ადამიანისთვის, რომელიც მეორე მოქალაქის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს“, – უპასუხა მინისტრმა პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად ადეკვატურია პოლიციელის ანაზღაურება იმ ფონზე, როცა მაღალჩინოსნების სოლიდურ პრემია–დანამატებზე ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება.
„შსს–ში რეფორმების ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო კომპონენტში ოპტიმიზაცია, რომელიც ფაქტობრივად, უკვე განხორციელების ეტაპზეა. დაახლოებით ოთხასი ასეთი პოზიციაა შემცირებული. ეს მხოლოდ ხელფასის ეკონომია არ არის. ეს გახლავთ ამ პოზიციებთან დაკავშირებული ავტოტრანსპორტი, საწვავი და ა.შ“, – განაცხადა გახარიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალური გარანტიის ძირითად კომპონენეტს მხოლოდ ხელფასი არ წარმოადგენს. მისი თქმით, უწყებაში მიმდინარე რეფორმები იქნება მიმართული პოლიციელთა სოციალური დაცვისკენ.
„ჩვენ ამას უფრო კომპლექსურად ვუდგებით და ვთვლით, რომ ეს ადამიანური რესურსების მართვის ერთ–ერთი კომპონენტია. სოციალური დაცვის ის გარანტიები და პროგრამები, რომლებიც შსს–ში უახლოეს პერიოდში განხორციელდება, სწორედ ჩვენი პოლიციელების სოციალური დაცვისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


