უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 იანვარი, 2019 16:10
font-size

პოლიციელი აქციის მონაწილეებს ხულიგნობის გამო დაჭერით დაგვემუქრა - ზაზა სარალიძე

პოლიციელმა, გიორგი გადელიამ აქციის მონაწილეებს გამოგვიცხადა, რომ ხულიგნობის გამო დაგვიჭერს, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ

სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რა ფაქტი იგულისხმება ხულიგნობაში და რატომ დაემუქრა პოლიციელი აქციის მონაწილეებს.

"გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების, საპატრულო პოლიციის თუ კრიმინალურის. მან აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა, და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის ვიღაც გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემ დარბევაში ინიციატივა. ასე განმარტა: 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო. ასე პოლიციელს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი გააჩეროს ქუჩაში და უთხრას, რომ ხულიგნობის ფაქტზე მეორე დღეს მას დაიჭერს.

11 სექტემბრიდანაა დაწყებული გამოძიება და მას მერე იმდენი ფაქტი და დარბევა მოხდა ჩვენ მიმართ, ძალადობა, შეხლა-შემოხლა და იმდენი ფაქტი იყო პოლიციის მხრიდან კარვების არგაშლასთან დაკავშირებით, რომ იმის გასარკვევად ვარ მოსული, თუ რომელთან დაკავშირებით არის ძიება დაწყებული. ამას გარდა, იმის გასარკვევადაც ვარ აქ, პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ისინი ხულიგნობის გამო უნდა დაიჭიროს", - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პირი დაკავებით ირმა სიმონიშვილსა და ნუგზარ კუჭაშვილსაც დაემუქრა, რომლებიც მისი საქმის ძირითადი მოწმეები არიან.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი