უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ივლისი, 2025 13:01
font-size

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ა.გ., 2001 წელს დაბადებული ი.გ., 2004 წელს დაბადებული გ.ღ., 1987 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი პირები: 1995 წელს დაბადებული ი.ო., 2006 წელს დაბადებული ნ.ქ., 1974 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ., 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.კ., 1970 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.კ., 1987 წელს დაბადებული ი.პ., 1993 წელს დაბადებული ო.ბ., 1994 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ა.კ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი