სამართალი
პოლიციამ სიღნაღში საკუთარი ბებიის მძევლად აყვანის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული გ.კ. ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ნ.კ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია – 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


