სამართალი
პოლიციამ ყვარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ი.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც „ მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 2 სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს ს სკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


