სამართალი
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ს.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შეძენას ცდილობდა.
„სამართალდამცველებმა ს.შ.-ს მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც ს.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულისთვის გამოგზავნილი ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომლის შეძენასაც ბრალდებული აპირებდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


