უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 იანვარი, 2017 14:25
font-size

პოლიცია უკანონოდ კი არ იქცევა, პრობლემა ის არის, რომ ისინი კანონიერად იქცევიან - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ მათ ოფისში დღეს შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.

როგორც ხვიჩიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები უკანონოდ არ იქცევა, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ისინი კანონიერად იქცევიან.

„აქ არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოები, პოლიცია, უკანონოდ კი არ იქცევა, პრობლემა ის არის რომ ისინი კანონიერად იქცევიან, ანუ ჩვენ ვაპროტესტებთ არა იმას,რომ ვიღაცა უკანონოდ გვექცევა, არამედ იმას, რომ კანონი აძლევს ასე მოქცევის საშუალებას. აქედან გამომდინარე, მათ შეეძლოთ შემოსულიყვნენ 1,2,3-ში , ან 7-ში, შემოსულიყვნენ ზეგ, ან მაზეგ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ეს უნდა მომხდარიყო. მოხდა. აქ არანაირი პრობლემა არ არის. ამ აქციის მთავარი დანიშნულებაც ის იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენთვის „ყურადღება“ მიექციათ. ყურადღება მოგვაქციეს და ვნახოთ, სადამდე წავა ყურადღების მიქცევა და საბოლოო ჯამში რა შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ“,-აღნიშნა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, 31 დეკემბერს თავიანთ ოფისში მარიხუანა პირდაპირ ეთერში დათესეს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი