პოლიტიკა
პოლიცია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა - ირაკლი სესიაშვილი
ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და აღნიშნულით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგებლების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ბატონო სერგო, ბატონო ოთარ, ბატონო რომან, არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მაიძულებთ. მგონი, რეალობის აღქმა დაკარგული გაქვთ და ძალადობა რა არის ვერ ხვდებით. მინდა შეგახსენოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ; 26 მაისს სისხლის გუბეებში რომ იდექით, ბედნიერი სახეებით თქვენს პოლიტიკურ ბელადს ტაშს რომ უკრავდით და რამდენიმე მეტრში ორი გვამი რომ არ იყო გაციებული. იმ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ და ძალადობა ესაა. მე თქვენ დაგანახებთ დღევანდელი რეალობა რა არის. რუსთაველის გამზირზე მეც არანაკლები რეალობის მომსწრე ვყოფილვარ და არაერთ მიტინგში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ 12 მაისს პირველად ვნახეთ რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული პოლიცია, სპეცტექნიკით, რომელიც მიმართული იყო არა ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. დასაცავად იმ ძალიან ძვირფასი ღირებულების და მონაპოვარის, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც ამ ქვეყანაში დამკვიდრდა და განმტკიცდა. თქვენ ამ შედარებას ვერ აკეთებთ. იმიტომ, რომ რეალობა არ გაწყობთ. ეს რეალობა თქვენს პოლიტიკურ პერსპექტივებს ანგრევს. ამიტომ ეძებთ და ცდილობთ თქვენი მორიგი ტყუილებით საზოგადოებას შთაბეჭდილება შეუქმნათ, თითქოს ჩვენს ხელისუფლებას რაიმე ფორმით შეხება ჰქონოდა იმ ფაშისტურ თუ ძალადობრივ გამოვლინებასთან, რაც მეორე მხარეს იდგა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია.
„მინდა, ჩემი პირადი დამოკიდებულება გითხრათ. ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი, ისე მეორე მხარის როგორც პოზიცია, როგორც განცხადებები, როგორც შეხედულებები, ისე ქცევა და ქცევის წესი. მაგრამ ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ პოლიცია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურშია და ეს მონაპოვარი შედგა. ამ ქვეყნისთვის ყველაზე ღირებული გამოხატვის თავისუფლებაა, რაც ასევე თქვენც უნდა გიხაროდეთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მისი თქმით, არ იქნება სწორი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გამოკვეთილი პრობლემებიდან გამომდინარე, საჭიროა საჯარო ინტერესზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.
„მე არ მინდა, თვალი არ გავუსწოროთ იმ პრობლემებს, რომელიც ამ ვითარებაში გამოჩნდა. მეტიც, მინდა მოგიწოდოთ, რომ მიუღებელია, რომ ჩვენ რომელიმე ჯგუფისგან მტრის ხატი შევქმნათ. იმიტომ, რომ ესენიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და თუ მათში არის პრობლემა, ე.ი. პრობლემა ჩვენშია. ჩვენი ამოცანაა, ამ პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც, პირველ რიგში, დაფუძნებული იქნება საჯარო ინტერესზე და არა რომელიმე ჯგუფის მხოლოდ ნებაზე, რომ მისი სურვილების რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


