პოლიტიკა
პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად “ქართული ოცნება” განსაზღვრავს, ეს მოსწონს თუ არა მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კონახიძის ვარაუდით, თუ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის სოლიდურ შედეგს ვერ აჩვენებს.
კობახიძის შეფასებით, მარგველაშვილის განცხადებები სპეკულაციაა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თვის ბოლომდე, პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება, რის საფუძველზეც არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.
„ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, დადგენილია გარკვეული სამართლებრივი ვადები და პოლიტიკური კუთხითაც შეგვიძლია ვადები განვსაზღვროთ, კანდიდატის დასახელება მომგებიანი როდის არის. კონსულტაციები გვექნება და რაიმე სპეკულაციის საფუძველს ეს არ იძლევა, მაგრამ მარგველაშვილის მხრიდან მუდმივად სპეკულაციებს ვისმენთ. შეუძლია, გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს, რაშიც მას ხელს ვერავინ შეუშლის და არც არავინ არ უშლის. მან საკუთარ გადაწყვეტილებაზე უნდა იფიქროს და დიდად სხვების გადაწყვეტილებებზე ნუ იფიქრებს, ჩემი რჩევა ეს იქნებოდა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შანსი, სოლიდური შედეგი დადოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში, მან უნდა აწონ-დაწონოს. გიორგი მარგველაშვილს ვერ ვეტყვი, ის მეოთხე ადგილზე გავა, ან მეხუთეზე. რომელ ადგილზე გავა, თავად უნდა მოიფიქროს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ანეგდოტია, მოუხელთებელი ჯოს შესახებ და შეგვიძლია, ეს ანეკდოტი გავიხსენოთ. არ შეიძლება, ადამიანმა თავი ისეთ ფიგურად წარმოაჩინოს, რომელიც რეალურად არ არის. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად “ქართული ოცნება” განსაზღვრავს, ეს მოსწონს თუ არა მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს. შესაბამისად, დღის წესრიგის განსაზღვრაში პრეზიდენტის როლი მინიმალურია“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კითხვაზე, იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, განაცხადა, რომ პასუხის არგაცემით სამსახურს გაუწევს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას.
მარგველაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო უარყოფითი პასუხისას - უფრო სუსტს
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


