პოლიტიკა
პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ რიგითი საჯარო მოხელე ვალდებული ვართ, ვუპასუხოთ კითხვებს - მაია ცქიტიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს უფლება და საშუალება, კითხვები დაუსვას ნებისმიერ პირს მისი სტატუსის მიუხედავად.
„კითხვების დასმის უფლება და საშუალება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს და შესაბამისად, იქნება ეს პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ რიგითი საჯარო მოხელე - ყველანი ვალდებული ვართ, კანონის შესაბამისად გავცეთ კითხვებს პასუხი“, -თქვა ცქიტიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მან პარლამენტშიც არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ უწყებაში მისვლის შემდეგ გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მასაც გაუჩნდა კითხვები.
„ამ შემთხვევაში, ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, მე ეს გამოძიება არც ჩამიტარებია და არც დამიწყია. არ დამიწყია არც პროექტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი გუნდი ვმუშაობთ, უპირველეს ყოვლისა,იმაზე, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ. გამოძიება არის სხვა ორგანოების პრეროგატივა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს. ისინი აღნიშნული უწყებების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


