პოლიტიკა
პოლიტიკოსების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილს არ ეხება, ის უკრაინის მოქალაქეა და არა თუ ჩართვის, წესით, ჩვენს არჩევნებზე საერთოდ საუბრის შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილს არ ეხება.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, აღნიშნული შეთავაზება უკრაინის მოქალაქეების მიმართ არ მოქმედებს.
„უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება არ მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, რასაც მისი პოლიტიკური ელიტა მტრობს ქართველ ხალხს. უკრაინას, უკრაინის პოლიტიკურ ელიტას ეს ცოდვაც ეყოფა, რომ ახლა მისი მოქალაქე აქ არჩევნებში ჩართული იყოს. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. მის პარტიას რაც შეეხება, განაცხადოს მისმა პარტიამ, უნდა თუ არა მონაწილეობის მიღება. წინ არის ყველაფერი. ეს არანაირ კავშირში არ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან. პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, ადრესატი კი არა, საფუძველი. რატომ არის საერთოდ ეს შეთავაზება გაკეთებული? ხედავთ, არის მცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით მოხდეს არჩევნების საბოტაჟი. „ლელომ“ განაცხადა, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. შემდეგ რომ არ იყოს საუბარი, თითქოს ლიდერებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, ამიტომ არის ეს შეთავაზება. სურვილი თუ არსებობს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის, შეიწყალოს ისინი, რათა საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე და მას არა თუ ჩართვის, წესით, ჩვენს არჩევნებზე საერთოდ საუბრის შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ჩარევა. განცხადება არის მკაფიო. რაც შეეხება რამდენიმე პოლიტიკოსს, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, იცოდნენ, რა სასჯელი ემუქრებოდათ და მიიღეს ის სასჯელი. სხვათა შორის, უფრო მსუბუქი. ერთ წლამდე არის პატიმრობა და 7-8 თვე შეუფარდა სასამართლომ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობითვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 4 ივლისს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს მიმართა, მიმართონ შეწყალების განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


