პოლიტიკა
პლენარულ სხდომებზე დაგვიანებული დეპუტატების მიმართ სანქციები გატარდება
პლენარული სხდომების გაცდენის და დაგვიანების გამო, დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება.
შესაბამისი განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფაში დაადანაშაულა ის კოლეგები, რომლებიც სხდომებს ან აცდენენ, ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ.
”მიუღებელია პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები. შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხდომებში მონაწილეობის, დასწრებისა და დაგვიანებების მხრივ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს”, - განაცხადა კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებისას, რომელიც დღეს დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით გაიხსნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


