უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 მარტი, 2017 14:10
font-size

„PKTV“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, ბრენდული სახელწოდება „PKTV“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადაცემული მხატვრული ფილმების გამო წერილობით გაფრთხილა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად, რომელიც 2016 წლის 23 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით ჩატარდა დადგინდა, რომ ტელეკომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებდა არასახელმწიფო ენაზე დუბლირებულ დასავლური წარმოების შემდეგ მხატვრულ ფილმებს: „პატარა ვერა“, „გენერლის ქალიშვილი“, “ეშმაკის ორეული“, “ჯადოქარი“, „ნაღმების საძმო“, „ბურატინო“, „ფატიმა და ზუხრა“, „ქალთა ციხე“ და სერაილს: „ველური გული“.

კომპანიამ კომისიის მოთხოვნის საფუძველზე ვერ შეძლო აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რის გამოც, კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი