პოლიტიკა
პირველსავე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს საპრეზიდნეტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის არჩევისკენ მოუწოდა.
„არ დაიბნეთ. დაივიწყეთ სიძულვილის ენა. ძალიან კარგი რამ დღეს თქვა ირაკლი კობახიძემ, ესაა ჩემთვის ყველაზე კარგი სიტყვები, რაც დღევანდელი გამოსვლებიდან ამოვკრიფე - სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენა ყველანი ერთმანეთთან უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ, გავერთიოანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და წინსვლას“, - უთხრა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.
რაც შეეხება მეორე ტურის შესაძლებლობას, ივანიშვილის შეფასებით, მისი ალბათობა დაბალია.
„დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, მაქსიმალური მობილიზება იქნება, დიდი ალბათობით ქალბატონი სალომე პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებით მეორე ტურს აუცილებლად იგებს სალომე.
მეორე ტური თუ შედგა და ამისი ალბათობა მცირეა, მაგრამ არსებობს, თითქმის თანაბარი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს, რომლებიც ორ პარტიას წარმოადგენენ დღეს. რაღაც ერთი %-ია სხვაობა ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის. 1% ბევრს არ ნიშნავს, არჩევნებში ეს შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს. ყველა შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ტური, რისი ალბათობაც დაბალია, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის იმაში, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე. ნუ გადავაქცევთ ზედმეტ ემოციებად დარჩენილ დროს. პირველსავე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები, დავაცხროთ ეს ემოციები, ის, რაც აუცილებლად მოხდება, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვთხოვდი, მაქსიმალური მობილიზება გამოიჩინონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა. გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ ქალბატონი სალომე არაა „ქართული ოცნების“ წევრი, ამავდროულად ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლებმაც მოახერხეს განაწყენება, ხშირად საკუთარი მიზეზით, შეიძლება „ქართული ოცნების“ აქტიური წევრების შეცდომით, სხვა ობიექტური ფაქტორებით, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავროთ არჩევნები და მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ აღმშენებლობა ჩვენი ქვეყნის“, -განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


