საზოგადოება
პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცეს
ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებზე დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, დეტროიტელი არტისტის, “soulful” ტექნოს შემქმნელის კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს.
როგორც „მედიანიუსს“ თსუ-დან აცნობეს, საღამოზე მისულ სტუდენტებს სწავლის დაწყება რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა.
„ძალიან მაგარი ღონისძიებაა. სპეციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 5 ათასამდე პირველკურსელისთვის საღამო წაიყვანა ძალიან ცნობილმა არტისტმა კერი ლარკინმა. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ყველა პირველკურსელს დაამახსოვრდება“, - განაცხადა თსუ-ს რეტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„დღევანდელი საღამო გამორჩეულია, რადგან საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად სტუმრად გვყავს თავის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული და აღიარებული კენი ლარკინი. ვეცადეთ, რომ პირველკურსელებისთვის მოგვეწყო განსაკუთრებული საღამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი,“- აღნიშნა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.
ცნობილი არტისტის ელექტრონულ მუსიკაზე თსუ-ს 8 ათასამდე სტუდენტი გაერთო.
„არაჩვეულებრივი სიტუაციაა, შესანიშნავი მუსიკაა. გადაღლილი აბიტურიენტებისთვის ეს არის მშვენიერი განტვირთვა,“- განაცხადა თსუ-ს პირველკურსელმა სტუდენტმა ვერიკო ტატიშვილმა. სტუდენტ გოგა ხიმშიაშვილის თქმით, თსუ-მ მისი მოლოდინი გაამართლა. „უნივერსიტეტში სწავლა დავიწყეთ და ასეთი დახვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა მან.
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ „TSU Welcome Party 2019”-ს, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა, თავად კენი ლარკინი გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე და მას გასაოცარი საღამო უწოდა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 5 ათასამდე პირველკურსელი შეემატა. თსუ 7 ფაკულტეტის 200-ზე მეტ პროგრამაზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


