პოლიტიკა
პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა - გიორგი ვაშაძე
„ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა“, - ამის შესახებ გაერთიანული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს სრულიად ახალი მომავალი. განვითარება უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. უნდა დავიწყოთ ყველაფერი ისე, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში.
რაც შეეხება საარჩევნო მდგომარეობას, პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა. ეს იყო წინასაარჩევნო პროცესის უდიერად მოპყრობა კანონთან, რაც ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან, მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივედით მეორე ტურამდე.
მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა. თქვენი ბიულეტენი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


