პოლიტიკა
პირველ ტურთან მიმართებაში, 10:00 საათის მონაცემებითაც კი ჩვენ არ გვქონდა ამდენი ფაქტი - სულხან სალაძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამ დროისთვის უკვე დაფოქსირებული დარღვევებზე საუბრობს.
„შედარებისთვის, რომ ავიღოთ, პირველ ტურთან მიმართებაში, 10:00 საათის მონაცემებითაც კი ჩვენ არ გვქონდა ამდენი ფაქტი, როდესაც საუბარი იყო, რომ იქ ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის ფარულობის და ამომრჩევლის ნების კონტროლს.
ხდება შემდეგი, როდესაც ამომრჩეველი შედის უბანზე, გაივლის ყველა პროცედურებს, შემდგომში, როდესაც გამოდის ბიულეტენით, ის ბიულეტენი არ არის გადაკეცილი და კონკრეტულ პირებს ეძლევათ საშუალება ნახონ, მოახდინონ იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ხმა.
როდესაც ვსაუბრობთ პირველ და მეორე ტურს შორის განსხვავებაზე, როგორც ჩანს ეს არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, რომ თუ კოორდინატორის ფუნქციაა ამომრჩევლის მოყვანა უბანზე, დადასტურებულად, ამ მოყვანილმა ამომრჩეველმა მისცა თუ არა ხმა სასურველ კანდიდატს, ეს უკვე უნდა დადასტურდეს სხვა ფაქტით,“ - განაცხადა სალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


