უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2026 11:47
font-size

პირველ ყოვლისა, გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ალბათ იმიტომ, რომ „პოსტივისთვის“ და „იმედისთვის“ ეყურებინა, საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი

გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ ყოვლისა, გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ალბათ იმიტომ, რომ „პოსტივისთვის“ და „იმედისთვის“ ეყურებინა, საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, თუკი რაიმეს შეიძლება, ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები. ვფიქრობ, დასტურდება, რომ ელჩმა ამით შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე, რაც რა თქმა უნდა, თავისთავად არის ძალიან მძიმე. გუშინ სოციალურ მედიაში ტრიალებდა მისი ერთ-ერთი ვიდეო. ხუთჯერ ვუყურე და მართლა ირონიაა. ადამიანი რამდენიმე თვის წინ დამტვრეული ქართულით გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის თუ მედიის მხარდამჭერები არიან და აღმოჩნდა, ეს ვიდეო ალბათ ჩაწერა, შემდეგ გავიდა კაბინეტში და დაიწყო საბაბების შეკერვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმისთვის. გუშინ ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთადერთი მიზნით, რომ წარედგინა, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი, ეს ერთი. მეორე – აქ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა არის მიზანი. საბოლოო მიზანი არის სწორედ მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა, ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე კეზერაშვილი. სხვათა შორის, ბრიტანეთი გვერდს უვლის ქართულ სანქციებს. იცით, რომ კეზერაშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და ბრიტანეთი არღვევს ქართულ სანქციებს, არ გადმოგვცემს კეზერაშვილს და ამით გვერდს უვლის საქართველოს, ქართველი ხალხის სანქციებს. შესაბამისად, ეს არის სწორედ მიზანი, ჩაახშონ თავისუფალი, მართალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა და გზა გაასუფთაონ საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომელსაც სხვადასხვა შავი სქემებით დღეს ევროპიდან აფინანსებენ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ქმნის სპეციალურ ინსტრუმენტს ევროკავშირში, ევროპაში ცენზურით დაზიანებული მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სრული ინფორმაცია და მათ შორის ეს ეხება ბრიტანეთსაც, სადაც სწორედ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება.

დასკვნა ერთია, ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას უნდა გავუსწოროთ ჩვენ თვალი, ასე უნდა შევხედოთ ბრიტანეთს, მის ელჩს და მისი ელჩის საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი