პოლიტიკა
„პირველ არხზე“ მუშაობის დროს პატრიარქის წინააღმდეგ გადაცემების მომზადება დამავალეს - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, „პირველ არხზე“ მუშაობის დროს მას დაევალა პატრიარქის საწინააღმდეგო გადაცემების მომზადება.
როგორც მან ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალურ თათბირზე აცნობა.
„მე ვიყავი „პირველ არხზე“ ჟურნალისტი, რომელიც დაიბარეს თათბირზე და ჟურნალისტებს პირდაპირ დაგვავალეს პატრიარქის წინააღმდეგ გადაცემების მომზადება. წამყვანი გადაცემების წამყვანი ხელმძღვანელები ვიყავით ამ თათბირზე. ჩვენ უარი ვთქვით დავალების შესრულებაზე და გავასაჯაროვეთ ეს ინფორმაცია.
ეკლესიის დისკრედიტაციის პროცესს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. როდესაც ბოროტების მარცვალს დათესავ, ის რომ გაღვივდეს, დრო სჭირდება, და „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენ ბოროტების მარცვალს თესავდა , რომ ამის შედეგს დღემდე ვიმკით“, - განაცხადა ინაშვილმა გადაცემა „რეაქციის“ ეთერში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


