უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 დეკემბერი, 2018 13:40
font-size

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციების გამკაცრება იგეგმება

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებით ცვლილებები შევიდეს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც ხდება ისეთი პიროტექნიკის გაყიდვა, რომელიც სტანდარტს არ აკმაყოფილებს და შემადგენლობაც არ არის ცნობილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ფოიერვერკის გაშვებისთვის სპეციალური ადგილებია განსაზღვრული.

„უსაფრთხოების წესების დაცვა პიროტექნიკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია და კანონპროექტი დაჩქარებული წესითაც კი გაგვაქვს, რომ ახალ წლამდე მოვასწროთ მისი განხილვა, ვიდრე მასიურად დაიწყება პიროტექნიკის გაყიდვა. თუმცა, ვთვლი, რომ ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს შემდეგაც. პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენებისას არა მხოლოდ არასრულწლოვნებზე უნდა ვიფიქროთ, არამედ ზრდასრულებზეც. სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც ხდება ისეთი პიროტექნიკის გაყიდვა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, შემადგენლობა არ არის ცნობილი. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს დარეგულირებულია და მათ შორის ადგილებიც კი არის, სადაც შეიძლება მოხდეს ფოიერვერკის გაშვება. პატარა ზომის პიროტექნიკაზე სულ სხვა რეგულაციაა და გაცილებით უფრო რთული და საფრთხის შემცველ პიროტექნიკაზე, სხვა რეგულაცია. ახალი წელი გავა, თებერვლიდან ისევ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება და ამაზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი