სამართალი
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.
ე.წ. უდო-ს კომისია მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურში განმარტავენ, რომ მერაბიშვილის საქმე საქმე კომისიამ რამდენჯერმე უკვე განიხილა, თუმცა აქამდე მას გათავისუფლებაზე ყველა ჯერზე უარი ეთქვა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მერაბიშვილის შემთხვევაშიც სხვა პატიმრების მსგავსად, მოიხდის თუ არა გარკვეულ ვადას მსჯავრდებული დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია, რომ ადგილობრივ საბჭოს წარუდგინოს შუამდგომლობები და ადგილობრივი საბჭო ვალდებულია ეს საკითხი განიხილოს.
მათივე განმარტებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი რეგულირდება პატიმრობის კოდქსის 42-ე მუხლით და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ადგენს ადგილობრივი საბჭოსთვის შეფასების კრიტერიუმებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


