პოლიტიკა
პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის - კახა კალაძე
„ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა,
ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფერის გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი უფრო კომფორტული გახდეს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
„ხედავთ, თუ რამდენი სამუშაოა ჩასატარებელი, თუნდაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით. პირობას გაძლევთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინტერესი იყოს ტურისტების მხრიდან.
ცხადია, მხოლოდ მუცნიპალიტეტი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანადგომისთვის. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ასევე, მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


