უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2018 14:35
font-size

პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის, რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ 9 აპრილს ვიღაც ჯარისკაცი დასდევდა დაუძლურებულ ქალბატონებს და უნდა მოეკლა ისინი? - იური მეჩითოვი

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი გამოეხმაურა კრიტიკას სოციალურ ქსელში, რომელიც მოჰყვა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუს, კერძოდ, იმ ნაწილს, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეხებოდა.

ინტერვიუში მეჩითოვმა განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისული მოქალაქეები რუს სამხედროებს ნიჩბებით არ მოუკლავთ, არამედ ისინი ჰაერის უკმარისობით დაიღუპნენ.

გადაცემა „Newsroom“-თან საუბრისას ამბობს, რომ ის პირადად გაეცნო დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ 1989 წელს ხალხი ასფიქსიით დაიღუპა.

„იმის შესახებ, რომ ხალხი ასფიქსიით დაიღუპა, არსებობს სამედიცინო დასკვნები. მე ამ დოკუმენტაციას ვეცნო-ბოდი 29 წლის წინ, როდესაც ეს დიდი უბედურება და ტრაგედია მოხდა. მე ვეცნობოდი მასალებს... ასე იყო იმ დოკუმენტებით, რასაც მე ვეცნობოდი... ეს დოკუმენტები კი იყო დამოუკიდებელი კომისიის მიერ შედგენილი, რომელსაც ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა“, - თქვა მეჩითოვმა „Newsroom“-ის ეთერში.

შეკითხვაზე, რომ ეს დასკვნები საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო მომზადებული და როგორ გააკეთა
დასკვნები მათზე დაყრდნობით, ფოტოგრაფმა უპასუხა, რომ მაშინ ცდილობდნენ საბჭოთა ჯარის „გაშავებას“ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა.

„მაშინ ამოქმედდა დამოუკიდებელი კომისია, იქ იყო მაშინ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი მენაღარიშვილი, რომე-ლიც ძალიან ვაჟკაცურად იქცეოდა და პრაქტიკულად დადეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო. არავის არაფერი არ დაუმალავს. რატომღაც ყველას ჯარის „გაშავება“ უნდოდა, როგორც ჩანს, ეს იყო ტრენდი და ამ ტრენდის გამო-ყენებისთვის ყველაფერი გაკეთდა... რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული ბასრი იარაღი, იყო დაჭრილი ჩვენი ვაჟ-კაცები, რომლებიც იბრძოდნენ და მათ პირადად ვიცნობ...

[სოციალურ ქსელში] იმიტომ აღშფოთდნენ, რომ შექმნილია მითი. როდესაც დააძალებ, 30 წელი ერთსა და იმა-ვეს ეუბნები ხალხს, რომ დაგვჩეხეს ნიჩბებით და ასეთი რაღაცა... მე როცა მეკითხებიან, ვპასუხობ იმას, რაც ვიცი, თუ უნდა ავყვე საერთო დინებას? ეს ჩემი აზრია, რომელიც დაფუძნებულია დოკუმენტებზე, პირად სა-უბრებსა და ჩემს გამოცდილებაზე. შეიძლება სხვას სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის. რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ ვიღაც ჯარისკაცი დასდევდა დაუძლურებულ ქალბატონებს და უნდა მოეკლა ისინი? როდესაც მანდ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ებრძოდნენ მათ და იმათ არ მიიღეს სასიკვდი-ლო ჭრილობები.

იყო ჩამოსული Al Jazeera და მე ამომირჩიეს, ისინი მოვიდნენ ჩემთან, როგორც ამ მოვლენების მონაწილესთან, როგორც თვითმხილველთან და მემატიანესთან. მე მაქვს ეს ყველაფერი გადაღებული: როგორ იწყებოდა, რო-გორ იყო გლოვა, დასაფლავება ამ უბედურების, ამ ყველაფერზე მე ცრემლი მიღვრია... ეს ადამიანები ჩახოცეს, როდესაც ადგილი არ დაუტოვეს გასაქცევი, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა, როდესაც გამოყენებული იყო გაზი, რა თქმა უნდა, ჩახოცეს. მე რას მედავებიან? მე ასე ვიცი დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არასწორია, მიმითი-თეთ და ბოდიშს მოვიხდი...

მე გუშინ დაბადებული არ ვარ იმ გოგოშკებივით, რომლებიც მირეკავენ და მწეწავენ, დიდ პატრიოტებად მო-აქვთ თავი - პატრიოტობა იმაში არ არის, რომ აყვე ყველას, პატრიოტობა იმაშია, რომ საქმე აკეთო საქართვე-ლოსთვის“, - აღნიშნა მეჩითოვმა.

10 ნოემბერს Al Jazeera-ის ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთი რესპოდენტი იყო იური მეჩითოვი, რომელმაც საბჭოთა წარსულსა და 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა.

„აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის არ სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის არ მოუკლავს.

რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო, არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები“, - განაცხადა მან Al Jazeera-სთან.

აღნიშნულმა ინტერვიუმ ინტერნეტმომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. მათ მეჩითოვის განცხადებები სამარცხვინო და მოღალატეობრივი უწოდეს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი