პოლიტიკა
პირადობის მოწმობები, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, ჯერ კიდევ მათი ხელისუფლების დროსაა ბაზებიდან ამოღებული - ზვიად კვაჭანტირაძე
“ქართული ოცნების“ დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პირადობის მოწმობები, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, დადასტურებით გარდაცვლილებს ეკუთვნით და ისინი ჯერ კიდევ მათი ხელისუფლების დროსაა ბაზებიდან ამოღებული.
როგორც კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მორიგი სიცრუე და ტყუილია ნაციონალური მოძრაობის ბრალდება ე.წ. ყალბ პირადობებთან დაკავშირებით, რომელიც აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ გააჟღერა.
,,პირადობის მოწმობები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა, დადასტურებით გარდაცვლილებს ეკუთვნით და ისინი ჯერ კიდევ მათ ხელისუფლების დროსაა ამოღებული ბაზებიდან ! ოპონენტები გარდაცვილი ადამიანების პირადობებით ცდილობენ, არჩევნების გაყალბების ილუზია შექმნან. ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შემდეგაც აგრძელებს ჩვეულ ტაქტიკას და ხელისუფლებაზე იმის გადმობრალებას, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდნენ.
არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, არავის, არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს და იაფფასიანი ტყუილები შეუძლიათ შიდა მოხმარებისთვის დაიტოვონ“, - წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


