პოლიტიკა
პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ჯელალ ქიქავას განცხადებებს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით.
რიჟვაძის განცხადებით, შურს იძიებს ყველაზე, ვინც გაბედავს აჭარლების შეურაცხყოფას.
„ჩვენი ოპონენტების საქციელები, მათი განცხადებები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავებისა და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება - ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური“,- თქვა აჭარის მთავრობის მეთაურმა.
რიჟვაძე ამით რამდენიმე დღის წინ, "ტვ პირველის" ეთერში, ჯელალ ქიქავას განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობდა. ქიქავამ ბათუმის 2017 წლის მარტის მოვლენები გაიხსენა:
„ჩვენ ბათუმში ვნახეთ ბუმი. ჩემი თვალით ვნახე გაჭირვებული ხალხის ბუმი, კინაღამ ქალაქი გადაწვეს. იმას ხელმძღვანელი არ ჰყავდა, იმას რომ ხელმძღვანელი ჰყოლოდა, ისინი მთელ ქალაქს გადაწვავდნენ. მაშინაც ვთქვი მე, რომ 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლების ცოლებს, შვილებს, იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებინებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან და 6 თვეში ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გარეთ გამოიყვანეს და კინაღამ, თავისი ქალაქი გადააწვევინეს“,- თქვა ქიქავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


