პოლიტიკა
პირადად მქონდა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში - მიხეილ ჯანელიძე
პირადად მქონდა საუბარი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წევრთან, პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მზაობა ორივე მხარის, გაგრძელდეს სტრატეგიული თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ჩვენს ძირითად, სტრატეგიულ პარტნიორს.
„აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა დამოუკიდებელობის აღდგენის შემდეგ წარმოადგენდა ძირითად პრიორიტეტს, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის როლის ზრდა მსოფლიო მასშტაბით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მაქსიმალური საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის ინსტიტუციონალიზებული, არსებობს შესაბამისი ჩამოყალიბებული ფორმატები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვგეგმავთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებას ახალ ადმინისტრაციასთან. ახალ ადმინისტრაციასთან შედგა უკვე კონტაქტი, როგორც ეს პრემიერმა აღნიშნა. პირადად მქონდა საუბარი სამომავლო, ახალი ადმინისტრაციის წევრთან, პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მზაობა ორივე მხარის გაგრძელდეს ეს სტრატეგიული თანამშრომლობა. ჩვენ აუცილებლად პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ მსჯელობას, თუ როგორ განვავითაროთ და გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ მოველით, რომ მომავალი წელი იქნება ასევე ნაყოფიერი ჩვენს ურთიერთობებში და ახალი ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ, ჩვენ დავგეგმავთ შეხვედრებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


