უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2025 13:18
font-size

პირადად მე და ჩვენ, ყველა, თავს არ დავზოგავთ, რომ თბილისის აღმშენებლობის და განვითარების ტემპი, რაც ბოლო რვა წელია გვაქვს, გაგრძელდეს - კახა კალაძე

მეამაყება, რომ ჩვენს დედაქალაქს ის იერსახე უბრუნდება, რითაც ყველა ქართველი ამაყობდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კახა კალაძემ მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების დროს მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ მთავრობასა და დედაქალაქის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღეში ქალაქში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდება. ყველასთვის საამაყო ვერის ბაღი მთლიანად განახლდება. ულამაზესი სივრცე გამოდის და მეამაყება, რომ ჩვენს დედაქალაქს ის იერსახე უბრუნდება, რითაც ყველა ქართველი ამაყობდა. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაცია არის ბოლო ეტაპზე და იქაც აღდგენილი იქნება ისე, რომ შენარჩუნებული იყოს პარკის პირვანდელი იერსახე, მოწესრიგდება კიბეები, შადრევნები, კასკადი, განათებები და ა.შ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში გლდანის პატარა ტბაზე განხორციელებულ საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვასრულებთ. სამომავლოდ კი, საკმაოდ ამბიციური გგემები გვაქვს.

ჩვენ ვიცით ყველა პრობლემა, ყველა გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქთან. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ვიცით, როგორ უნდა მოვაწესრიგოთ, როგორ უნდა გადავჭრათ, როგორ უნდა ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია, რადგან ზურგს გვიმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი. ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა და ამისთვის მინდა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მადლობა გადავუხადო. მადლობა თითოეულ მინისტრს, მთავრობის წევრებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თბილისელებს, რადგან მათი თანადგომა კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ ყოველთვის მზადყოფნაში ვიყოთ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ქალაქს. პირადად მე და ჩვენ, ყველა, თავს არ დავზოგავთ, რომ თბილისის აღმშენებლობის და განვითარების ტემპი, რაც ბოლო რვა წელია გვაქვს, გაგრძელდეს. კიდევ უფრო მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთელ ისაუბრა დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქალაქისა და ქალაქელებისთვის. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს აუცილებელად გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს ჩვენი ქალაქი, რადგან ეს სჭირდება თბილისს. ქალაქის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, ვისაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, რომელიც არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის. ჩვენ გვჭირდება მეგობრებიც, პარტნიორებიც, თუმცა, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. მშვიდობას და სიმშვიდის შენარჩუნებას მოაქვს ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელების საშუალება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი