პოლიტიკა
პირადად მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს - მამუკა ბახტაძე
ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ეს არის ის, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნესზე შესაძლო ზეწოლას ეხებოდა.
„ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და იმ ბრალდებებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და პლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.
გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, ამას აკეთებდა 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის მასტიმულირებელია იმ ფაქტის, რომ ვიფიქრო - როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე. ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა ახლა.
გიორგიც და სხვა ნებისმიერი მთავრობის წევრიც გასცემს ნებისმიერ კითხვას პასუხს. ყველა კითხვას სჭირდება პასუხები, როცა ისინი არსებობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


