პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო ფარულად შეხვდა ივანიშვილს და მათი შეხვედრა თითქმის მთლიანად მე მეძღვნებოდა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ექს-პრეზიდენტის ინფორმაციით, ისინი მის საქართველოში სავარუდო ექსტრადირებას განიხილავდნენ.
„ჩემი მონაცემებით, პოროშენკო სპეციალურად ჩავიდა ბათუმში თბილისური ვიზიტის შემდეგ, რათა იმსჯელოს ამ საკითხზე [სააკაშვილის ექსტრადირება] საქართველოს მთავრობის ფაქტორბივ მმართველთან ივანიშვილთან, ურეკის რეზიდენციაში ბათუმთან. მათი ფარული შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და თითქმის მთლიანად მე მეძღვნებოდა.
ივანიშვილი 100%-ით რუსული პროექტია და ის რუსული გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერია. პირდაპირ კავშირი დაამყარა ორმა ოლიგარქმა-მილიარდერმა, ქვეყნის მმართველმა, უფულო და თანამდებობის გარეშე მყოფი ადამიანის, ანუ, ჩემ წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ფაქტის კონსტატირება უნდა მოვახდინო, რომ პოროშენკო აღნიშნულ სიტუაციაში იქცევა არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ როგორც სულების გამყიდველი.
ამავდროულად, ახმეტოვის რესურსების ჩართვით, მისმა არხმა გასაშვებად იყიდა ჩემზე გადაღებული ფილმი, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით გადაიღეს გაზპრომის ფულით, ხოლო მისი „ჯიბის“ ოპოზიციონერი ლიაშკო იმაზე დაიწყო ხმამაღლა ყვირილი, რომ გასაძევებელი ვარ უკრაინიდან (https://www.facebook.com/O.Liashko/posts/1380721125329814?pnref=story ).
რაზეც არ უნდა შეთანხმებულიყვნენ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგან, მე უფრო აქტიურად შევებრძოლები უკრაინისა და საქართველოს გასათავისუფლებლად ყველა სახის ოლიგარქებისა და მათი მოსამსახურეებისაგან, რომლებიც ხალხს არ აძლევენ საშუალებას, ნორმალურად იცხოვროს“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


