პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გასულ წელს სამართალდარღვევათა 221 ფაქტი გამოავლინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში დეპუტატებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა გააცნო.
მომხსენებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის ძირითად ტენდენციებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი კონსულტაციებზე მომართვიანობა, ხოლო 2-ჯერ - განცხადებების რაოდენობა.
„პრაქტიკულად გაორმაგებულია ჩვენ მიერ ჩატარებული ინსპექტირების რაოდენობა როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში.“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.
მისი ინფორმაციით, გამოვლინდა სამართალდარღვევათა 221 ფაქტი, 63 ორგანიზაცია დაჯარიმდა, 35-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო 202 კონკრეტული მითითება და რეკომენდაციაა გაცემული იმისთვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სტანდარტები და უკეთესად უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიშის ყველაზე მოცულობითი თავი ეხება მონაცემთა დამუშავების საფუძვლებსა და პრინციპებს. საფუძვლების ნაწილში თამარ ქალდანის თქმით, მცირედი პროგრესი არის, რასაც იმით ხსნის, რომ უფრო მეტი კერძო და საჯარო ორგანიზაცია ახდენს მონაცემთა დამუშავების საფუძვლის იდენტიფიცირებას.
„საკანონმდებლო დონეზეც განხორციელდა ცვლილებები, რამაც შექმნა სამართლებრივი ბაზა. თანხმობის ნაწილშიც გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პრობლემა კვლავ დგას“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ისაუბრა ინტერნეტ ბანკინგის მონაცემების დაცვაზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობასა და საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, სამართლებრივ ექსპერტიზის მონაცემებზე.
მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
თამარ ქალდანის თქმით, პროგრესის მიუხედავად რჩება ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას. მისივე ინფორმაციით, სამსახური გეგმავს საზოგადოებასთან ურთიერთობის საინფორმაციო მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც დაეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამულ ფარგლებში განხორციელებულ კვლევას და მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის გამოკითხვას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


