უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2017 16:45
font-size

პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„პატიმრობის შესახებ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტის წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა წარუდგინა. მომხსენებელმა პენიტენციურ სისტემაში რეფორმირების ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს.

პენიტენციური სისტემის რეფორმა შემდგომ სიახლეებს ითვალისწინებს:

გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება - პენიტენციურ სისტემაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ახალი დაწესებულება შეიქმნება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავდებულებს, რომელთა გათავისუფლების ვადა 6 თვეს არ აღემატება;

დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლა. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს;

ტელევიზორით სარგებლობის უფლება - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება ენიჭება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინოს პირადი ტელევიზორი ან რადიომიმღები. ხოლო განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები ანალოგიური უფლებით სარგებლობას დაწესებულების დირექტორის ნებართვის შემთხვევაში შეძლებენ;

მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება - ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი;

უმაღლესი განათლება - მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით;

დისციპლინარული პატიმრობა - აღნიშნული პატიმრობის ვადა მცირდება 60 დღე-ღამემდე. აგრეთვე დისციპლინარული პატიმრობა არ გამოიყენება იმ ქალ მსჯავრდებულებზე, რომლებიც არიან ორსულად ან ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ბავშვი;

პირობით ვადამდე გათავისუფლება;

მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება და გადაფასება;

პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრი.

ცვლილებების პაკეტის გაცნობის შემდეგ მინისტრმა კომიტეტის წევრების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

პარლამენტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი პოზიტიურად შეაფასეს და მინისტრს და საკანონმდებლო პაკეტზე მომუშავე გუნდს მადლობა გადაუხადეს. „წარმოდგენილი ცვლილებები რევოლუციურ რეფორმად შეიძლება შეფასდეს, რომელიც ფუნდამენტურად უცვლის ხასიათს ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემას ანუ თუ ადრე ის იყო დასჯაზე და იზოლაციაზე გათვლილი, ეს არის ჰუმანური სისტემა და პრაქტიკამ და მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი სისტემა უფრო ორიენტირებულია კრიმინალის შემცირებაზე“, - განაცხდა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ უმნიშვნელოვანესად შეაფასა და სასჯელარსრულების სისტემის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია, რომელიც კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ მაღალ სტანდარტს, რაც პრინციპში უკვე მიღწეულია და ეს მინისტრის და მისი თანამშრომლების დამსახურებაა. ჩვენ იმ სისტემიდან, რომელიც 2012 წლამდე მოქმედებდა, მივაღწიეთ და იმ კონდიციამდე მივედით, რაზეც დღეს კახა კახიშვილი საუბრობს. დღევანდელი ცვლილებები აბსოლიტურად წარმოუდგენელი იყო 4 წლის წინ, შესაბამისად ყველა იმ ადამიანს ვუხდით მადლობას, რომლებმაც მის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა“ - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დღესვე კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებების ცვლილებების ორი პროექტი გააცნო, რომლის მიხედვითაც ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებები იზრდება.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი