უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ნოემბერი, 2017 14:05
font-size

პენიტენციური დაწესებულების თანმშრომელთა მიერ მსჯავრდებულის წამების საქმის არსებითი განხილვა ჭიანურდება - ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად გამოიძიოს პენიტენციური დაწესებულების თანმშრომელთა მიერ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ის წამების ფაქტი.

ცენტრის შეფასებით, საქმის მოსამართლე წამების მსხვერპლისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ განხილვას აჭიანურებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება პენიტენციური დაწესებულების თანმშრომელთა მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად დაზარალებულის, გ.ჯ.-ის საქმე, წამების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ჯ.-ს საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 2 თებერვალს. მას შემდეგ წამების მსხვერპლი უშედეგოდ ელოდება მოსამართლისგან მორიგი მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა არაერთხელ მიმართა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, რომ გაჭიანურებულ საქმეზე მოეხდინათ რეაგირება და საქმის განმხილველი მოსამართლე ჩამოეცილებინათ გ. ჯ.-ის საქმისთვის, მაგრამ არცერთ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია.

საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებისა და მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების მითითებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2017 წ. 10 აპრილს საჩივარი შეიტანა საქართველოს იუსტიციის საბჭოში გ. ჯ.-ის საქმის განმხილველი მოსამართლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის დისციპლინური პასუხისგებლობის დაკისრება, რასაც საბჭოს მხრიდან ასევე არ მოჰყოლია რეაგირება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი არაერთ იდენტურ საქმეზე ახორციელებს წარმომადგენლობას სასამართლოში და ორგანიზაციის წარმოებაში არსებული რამდენიმე საქმე განიხილა კიდეც გ. ჯ.-ის საქმის განმხილველმა მოსამართლემ. თანაც, ეს საქმეები მოსამართლემ წარმოებაში მიიღო და დაასრულა მას შემდეგ, რაც დაზარალებული გ.ჯ. ელოდებოდა მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუმართლებლად ჭიანურდება პენიტენციური დაწესებულების თანმშრომელთა მხრიდან წამების შედეგად დაზარალებულის საჩივრის არსებითი განხილვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ ეფექტიანი და სამართლიანი მართლმსაჯულების ფარგლებში, გონივრულ ვადებში განიხილოს წამების მსხვერპლის საჩივარი.

2013 წლის 7 აგვისტოს გ.ჯ.-ის მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სისტემატიურად განხორციელებული ცემა-წამების ფაქტზე. სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ცნობილნი არიან დამნაშავედ მსჯავრდებულ გ.ჯ.-ის მიმართ განხორციელებულ წამებაში“, -წერია მიმართვაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი