უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ივლისი, 2017 15:35
font-size

პეკინის გამზირის ცალმხრივად დატოვების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - დავით ნარმანია

პეკინის გამზირის ცალმხრივად დატოვების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა ტვ ,,პირველის’’ გადაცემაში ,,საქმიან დილა’’ გააკეთა.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პეკინის ქუჩაზე სრული რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ აღნიშნული გამზირი ცალმხრივი გახდება. ნარმანიას თქმით, ამ ეტაპისთვის, შესაბამისი გაანგარიშებები და მარშუტების დაზუსტება მიმდინარეობს.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით მიღებულია, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისი გაანგარიშებები ერთმანეთს დაემთხვევა და პეკინზე მოძრაობა ცალმხრივად იქნება უფრო ადვილი და უკეთესი, ვიდრე ორმხრივის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ვაცნობებთ საზოგადოებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება განხილვის ქვეშ არის “, - განმარტა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრა მერიის წარმომადგენლებს, საპატრულო პოლიციასა და კონტრაქტორებს შორის დღესაც გაიმართება და აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა არქივიდან სასტუმრო holiday inn-ის ჩათვლით. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი