პოლიტიკა
პედრო აგრამუნტის გადადგომას საქართელოს დელეგაციაც ითხოვს - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფში, ასამბლეის თავმჯდომარის პედრო აგრამუნტის გადადგომის მოთხოვნას მხარს ერთხმად უჭერენ.
როგორც მედიასთან საუბარში ჩუგოშვილმა აღნიშნა, აგრამუნტის გადადგომას საქართველოს დელეგაციაც ითხოვს.
„იმ ჯგუფში, რომელშიც ჩვენ ვართ გაწევრიანებული, ანუ სოციალისტების ჯგუფში, ერთხმად იქნა მხარდაჭერილი მისი გადადგომის მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის წევრების მხრიდანაც. პრეზიდენტის მიმართ არის ძალიან დიდი უნდობლობა, არის ძალიან დიდი კრიტიკა და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციისთვის სწორი იქნება, თუ მიიღებს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


