პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსმა’’ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
,,პატრიოტთა ალიანსმა’’ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიიდან გასვლის შესახებ განცხადება პარტიის ერ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის’’ წევრები არ აპირებენ „გაათეთრონ“ ქართული ოცნების მიერ შემუშავებული დოკუმენტი.
ინაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარ კანონში შედის ცვლილებები, რომელიც ხელისუფლების უზურპაციას ახდენს.
მისივე თქმით, პარტიაში პროტესტის სხვადასხვა ფორმებს განიხილავენ, მათ შორის შიმშილობასაც.
ამასთან, როგორც ინაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი უერთდებიან საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოხატულ ბოიკოტს.
საკოორდინაციო საბჭოს 15 წევრი პარტიიდან საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული იყო 5 პარტია. სამუშაო ფორმატი გუშინ დატოვა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“.
15 კვალიფიციურმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია რამდენიმე კვირის წინ დააფიქსირა და მათი შენიშვნები უკავშირდებოდა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესსა და პარლამენტის საარჩევნო სისტემას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


