პოლიტიკა
პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდნენ
პატრიოტთა ალიანსის წევრებმა რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან მორიგი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ოფიციალური მოსკოვის მხრიდან პუტინის პარტია ,,ედინაია რასიას“ წევრი არტიონ კავინოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი მიხაილ კროტოვი ესწრებოდნენ.
პატრიოტთა ალიანსის წევრის, ადა მარშანიას ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა. ასევე, მხარეებმა მოლაპარაკებების ახალი ფორმატის, საქართველო-ნატო-რუსეთის ამოქმედების შესახებ ისაუბრეს.
,,რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან რასაკვირველია, დღის წესრიგში ყოველთვის იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხი, ყოველთვის დღის წესრიგში იქნება სოხუმი და ცხინვალი“, - განაცხადა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ.
ქართველი კანონმდებლები რუსეთის დედაქალაქში 5 დღის განმავლობაში დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ეს მოსკოვში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრების რიგით მეორე ვიზიტია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


