უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2017 16:55
font-size

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და რუსი პარლამენტარები საერთაშორისო კონფერენციის გამართვას აპირებენ - ის შეიძლება საქართველოში ჩატარდეს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და რუსი პარლამენტარები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობათა პრობლემების განსახილველად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართოს. ინფორმაციას რუსული გამოცემა REGNUM ავრცელებს.

რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, იდეა „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის.

„ქართველმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს საერთაშორისო კონფერენციის გამართვა, რომელიც შეძლებს, ამ პრობლემებისადმი (უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარულის) აგრეთვე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიქცევას. ჩვენ ამ ინიციატივას დავეთანხმეთ. სავარაუდოდ, ასეთი კონფერენცია ჩატარდება“, -აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

გარდა ამისა, კონფერენციაზე აპირებენ იმსჯელონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე თბილისი-ნატოს თანამშრომლობის კონტექსტში.

ქართველი პარლამენტარის, გიორგი ლომიას განცხადებით, უმჯობესია, ფორუმი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს საქართველოში, რადგან ამას ნატო-საქართველო-რუსეთის თემა ითხოვს.

„აქ არაა აუცილელეებლი ულტიმატუმის წაყენება - ან ეს, ან ის. შესაძლებელია ნატოსთან თანამშრომლობა, რუსეთთანაც ისე, რომ რუსეთმა საფრთხე არ იგრძნოს. ეს ის საკითხებია, სადაც აუცილებელია შეთანხმება. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს ფორუმი საქართველოში ჩატარდება და რაც შეიძლება მალე“, -აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში გუშინ გაიმგზავრნენ. წელს ეს „პატრიოტების“ მეორე ვიზიტია რუსეთში. „ალიანსის“ წევრები რუსეთის დუმის დეპუტატებს 11 ივლისს შეხვდნენ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი