პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში მორიგ ვიზიტს ოქტომბრის დასაწყისში გამართავენ
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში მორიგ ვიზიტს ოქტომბრის დასაწყისში გეგმავენ.
შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ მიაწოდა.
მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის სახელმწიფო დუმის წევრებთან.
ადა მარსანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი იქნება.
ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ირმა ინაშვილმაც გააკეთა.
"კონკრეტულ თემებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა იქნება შეხვედრები რუს დეპუტატებთან. ჩვენ ვიმოქმედებთ პრინციპულად. საქართველომ იცხოვრა ბოკერიასა და სააკაშვილის დიალოგის ქვეშ, რომ პირდაპირი დიალოგი არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი. ქვეყნის მოღალატე ის არის, ვინც ხელს უშლის პირდაპირ დიალოგს აფხაზეთთან, ოსეთთან, რუსეთთან",- განაცხადა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


