სამართალი
,,პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, პარტიას პარლამენტში ექვსი მანდატი ერგო. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც პარტია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ის ვერ გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ სურს ერთი მანდატის დათმობაც კი. ჯერ ცესკოს მიაღებინა გადაწყვეტილება, ახლა საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
როგორც ცესკოს წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, მოსარჩელე მხარის არგუმენტები არასამართლებრივი იყო და ცესკომ მანდატები კანონის შესაბამისად გადაანაწილა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


