პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურას წარადგენს
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, ირმა ინაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
გარდა ამისა, თევდორაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძის სავარაუდო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ეს საკითხი დადგა, „ქართული ოცნება“ კობახიძის კანდიდატურას „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერის გარეშეც დაამტკიცებს, რადგან მას სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავს საკანონმდებლო ორგანოში.
„მათი პრეროგატივაა პარლამენტის თავმჯდომარე შემოგვთავაზონ, ეს პასუხისმგებლობა აიღონ. ჩვენ ალბათ ამ პროცესში მათ ხელს არ შევუშლით. მთავარი ის არის, რამდენად შეძლებს გარკვეული თავისუფლების ხარისხი ჰქოდნეს კობახიძეს, რამდენად შეძლებს ორგანიზაციული და კომუნიკაციის თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ის იყოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ყველა პოლიტიკური ძალისათვის, რომელიც იქ იქნება წარმოდგენილი“,-აღნიშნა თევდორაძემ.
რაც შეეხება ვიცე-სპიკერის თანამდებას, თევდორაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პარტიაში ჩამოყალიბებული არიან.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე შეთავაზებული იქნება ირმა ინაშვილის კანდიდატურა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური არის, სამართლიანიც არის პარტიისგან და ის იქნება წარმოდგენილი როგორც ვიცე-სპიკერი“,-აღნიშნა თევდორაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


