პოლიტიკა
,,პატრიოტთა ალიანსი’’ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს
თუკი მმართველი გუნდი საკონსტიტუციო კომისიაში მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, „პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.
შესაბამისი განცხადება ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, ადა მარშანიამ გააკეთა.
„უაღრესად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია კონსტიტუციაზე მუშაობა. ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას და ძალას ეს ნაკლებად ესმის. მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუცია და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. უფრო მეტი პასუხსიმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. თუ დავინახეთ, რომ ადამიანური საუბარი არ ჭრის ამ გამოჩენილ პოლიტიკურ ძალასთან, მაშინ პროტესტის სხვა ფორმებს შეიძლება მივმართოთ, მათ შორის შიმშილობასაც,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


